|
2022-12-01 13:36:26, 996 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია „გლობალ პოინტზე“ - არ არიან ლობისტები, ინფორმაციის გავრცელებაზე იმუშავებენ
არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე,- საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „გლობალ პოინტთან“ დაკავშირებით მამუკა მდინარაძის გაკეთებულ განცხადებას უარყოფს. მისი თქმით, კომპანიის მიზანია, რომ გაავრცელოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და მათი მეშვეობით, ცნობილი ექიმები ჩამოიყვანოს. "მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი ექიმების შემოყვანა და არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. მაგრამ არ ამუშავებულა ეს კომპანია, არ ვიცი, ვნახოთ რას იზამენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება",- განაცხადა ექსპრეზიდენტის დედამ. გიული ალასანიამ ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ისევ სუსტად არის და მისი ორგანიზმი გაძლებაზეა. "მდგომარეობა ჯანმრთელობის არის იგივე - სიცხე, როგორც ყოველთვის, აქვს. სისუსტეც არის. მოკლედ გაძლებაზეა ადამიანი. რამდენ ხანს გაუძლებს ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა",- ამბობს ალასანია. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ, ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ, უნდა აწარმოოს მედია პიარ-კამპანია ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. მისივე ინფორმაციით, ამერიკულ კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტი 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება და მას ხელს, სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია აწერს.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)