|
2022-11-30 15:43:02, 941 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ,,ნაცმოძრაობაზე’’ - ვერ მოძებნეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ იქნებოდა კომიკური და ლიდერობას შეძლებდა
,,საოცრება ის არის, რომ ამ ქვეყანაში რიგით მეორე პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ვერ მოახერხა, რომ სამი თუ ოთხი კანდიდატიდან ერთი მაინც არ ყოლოდა კომიკური ფიგურა. ხომ გახსოვთ, მითები იმის შესახებ, რომ ნაცები კი, შეიძლება ბოროტები იყვნენ, ცუდი საქმეები აკეთეს, მაგრამ პროფესიონალები არიან - სულ მითია,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მითია ის ფაქტი, რომ ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქმეს აკეთებდნენ და პროფესიონალები იყვნენ. როგორც მდინარაძე აცხადებს, მათ საკუთარ რიგებში ვერ მონახეს პარტიის თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც არ იქნებოდა კომიკური და კონკურენციას გაწევდა. ,,შემდავებელი არ ყავდათ, ტელევიზია არ არსებობდა ქვეყანაში მათ დროს, რომელიც შეეკამათებოდა. დაბეჯითებით, დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ექვსი თვე ნაცმოძრაობა ვერ გაძლებდა ხელისუფლებაში დღეს როგორი კონკურენციაც არის მედია ბაზარზე. შემკამათებელი არ ყავდათ და აჩენდნენ ასე, ცალმხრივად, მარტო ერთ ინფორმაციას. აჩენდნენ ისე, რომ კი, შეიძლება, ბოროტები ვართ, ცუდები ვართ, ხალხს ვკლავთ, ვაუპატიურებთ, მაგრამ საქმე ვიცით, პროფესიონალები ვართ. აი, ეს მითი იყო. ეს მითი ინგრევა დღეს. წარმოიდგინეთ, როგორი ოდიოზური და კომიკური ფიგურები ყავთ, სამივე თუ ოთხივე კანდიდატად. დაზეპირებული აქვთ სლოგანებივით ზოგადი მესიჯები, რომ იქ ცუდად არის საქმე, აქ ეკონომიკა ჩამოინგრა, იქ რუსეთუმეები, რაღაცა ფრაზები აქვთ დაზეპირებული. უბრალოდ, ხალხზე აქვთ ცუდი წარმოდგენა და ფიქრობენ, რომ თუ ვილაპარაკებთ, რომ ქართული ხელისუფლება არ არის, სინამდვილეში რუსულია, ამას ხალხი დაიჯერებს. ხალხზე აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა. სიღრმეში შეხვალ თუ არა, შემკამათებელიც არ არსებობს ნაცმოძრაობიდან, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. არცერთ თემაში, სიღრმეში არ შემოდიან, არიან უკიდურესად დილეტანტები და ვერ მოძებნეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ იქნებოდა კომიკური და ლიდერობას შეძლებდა,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)