|
2022-11-30 09:45:03, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, რათა საზღვარგარეთ იმკურნალოს
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მოსაზრებით, რათა საზღვრებს გარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე კვირაში ევროპარლამენტში კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ მოხსენებას. "რამდენიმე კვირაში ჩვენ კენჭს ვუყრით მოხსენებას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, დღევანდელ კონფერენციაში, რომელიც ოლიგარქიას, საქართველოსა და დღევანდელ კავშირებს ეხებოდა, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიღო მონაწილეობა და ყველანი, მათ შორს მეც, შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს ის ჰუმანიტარული მოსაზრებით, რათა საზღვრებს გარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს",- ამბობს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, გუშინ, 29 ნოემბერს ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იყო. დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)