|
2022-11-28 13:36:44, 707 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში
როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველას - მათ შორის მედიასაც - აქვს წესები, რომლის ფარგლებშიც ხდება მოქმედება. "ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში და ასე შემდგომ. მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში, საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა, რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. თქვენც გაქვთ წესები, იცით ეს რა წესებზეა საუბარი და ყველა ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დედათა მონასტრის მკვიდრი, დედა ანა მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო. მომხდარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”. 27 ნოემბერს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც მედია დადანაშაულებული იყო "ამორალურობასა და დაუნდობლობაში".
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)