|
2022-11-28 11:12:16, 741 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის საკითხებზე ტრენიგები უტარდებათ
„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ საიტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. გადამზადების პროგრამის მიზანია „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შესაძლებლობათა გაძლიერება და UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა. ტრენინგები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობლეთის დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა, ტობიას გარსტეცკიმ ჩაატარა. ტრენინგი კონცენტრირებული იყო უშუალოდ UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტები პერიოდულად ახდენენ ანგარიშგებას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წინაშე. შესაბამისად, ტრენინგზე განხილული იყო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგების საკითხები, ასევე ინტეგრირებული მართვის დოკუმენტი, რაც აღნიშნული ოთხი (კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის, ქობულეთის დაცული ტერიტორიები) საიტისთვის საერთო გენერალური მართვის გეგმას წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს პროექტის „ მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია (კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები) შეემატა.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)