15:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 17:23:51, 1036 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძე მოუწოდებს პოლიტიკოსს კაცებს ხმა ამოიღონ და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი.

"მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. მოვუწოდებ პოლიტიკოსს კაცებს ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი, სანამ ჩვენ, მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთ შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ დღეს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად გამართულ მსვლელობას შეუერთდებიან ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics