|
2022-11-21 15:58:39, 848 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის ელჩს თომას მიულმანს, ავსტრიის სავაჭრო პალატის წევრს კარლ-ჰაინც კოპფსა და კომისარს ვაჭრობის საკითხებში გერჰარდ ლაკნერს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორმხრივ ნაყოფიერ კავშირებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამთო ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. ყურადღება გამახვილდა დახმარებაზე, რომელიც ავსტრიის მთავრობამ საქართველოს კოვიდ-პანდემიის დაძლევის მიმართულებით გაეწია. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის გაუმჯობესებული დინამიკა, კერძოდ, 2021 წელს ექსპორტი 6 პროცენტით, 2022 წლის 9 თვეში კი 16 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ვაჭრობის მიმართულებით არსებობს. ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიული ბიზნესის შესახებ საქართველოში. ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე 245 კომპანია ფუნქციონირებს, რომელიც ავსტრიული კაპიტალითაა შექმნილი. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ავსტრიული ბიზნესის შემოსვლას საქართველოში და ქართულ ბიზნესთან კავშირების გაღრმავებას. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ბიზნესფორუმები, სავაჭრო მისიები, გამოფენების, B2B - შეხვედრები და სხვ. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისებს საინვესტიციო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქართული და ავსტრიული ბიზნესის თანამშრომლობის ზრდას. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ავსტრიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და აღინიშნა, რომ ამ მხრივ, პოტენციალი ძალიან დიდია.
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)