|
2022-11-18 22:34:41, 1225 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ საქართველომ მომავალ სამყაროში თუ უნდა იარსებოს
გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც საქართველოს სჭირდება დღეს. პირველ რიგში, გლობალურობა. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი. ის პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, ღვინო, სპორტი ან კულტურა და ტექნოლოგიები. ქართველები ძალიან ინოვაციურები ვართ. მაგალითად, როდესაც ქართულ პოლიტიკაში შემოვედი, გაოცებული ვიყავი იმ ადამიანების რიცხვით, სხვათა შორის, ასაკოვანი ადამიანებით, რომლებიც მოდიოდნენ დოკუმენტებით და სხვადასხვა ინოვაციური იდეით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ იდეები იყო და იმ დროისთვის ამ იდეების ბიზნესად გარდაქმნის ან პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა არ იყო. ახლა სწორედ ეს ხდება მსოფლიოში, როდესაც იდეებს აქცევ რეალობად, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სფეროსი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში საქართველო სტარტაპერია და წარმატებული სტარტაპერი. აქ გაერთიანებულია ყველა ელემენტი, რომელიც საქართველოსთვის გვჭირდება: ინოვაცია, ახალგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია. გუშინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, ესეც ბუნებრივი რესურსია, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია, მეტი გვქონდეს. როგორც პატარა ქვეყანას, დიდი რაოდენობის არ გვაქვს, მაგრამ დიდი ოდენობით გვაქვს ადამიანური ძალა, ადამიანური ტვინი და სურვილი, რომ საქართველო ექსპორტზე გავიტანოთ. ეს თითოეული ქართველის სურვილია და დიასპორის ხელმძღვანელიც აქ არის. ნებისმიერ ქართველს, ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, უკვე დაბრუნდა თუ სხვა გზა აირჩია, ყოველთვის აქვს კავშირები საქართველოსთან და ყოველთვის მოწადინებულია ქვეყნის მცირე ნაწილი მაინც გააცნონ გარესაზოგადოებას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. როგორც იცით, ახლა, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი საზღვრებს გარეთ იმყოფება, რაც ბოლო ათწლეულებში სიახლეა, ეს არის კაპიტალი, თუ მოვახერხებთ დიასპორასთან კავშირების შენარჩუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)