|
2022-11-18 13:08:42, 1040 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ოპოზიციას - დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი ხართ, საშინელებაა
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციას დაბოღმილ, გამწარებულ და შურით აღვსილნს უწოდებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას სრული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს აგრძელებს. "თქვენ რას აკეთებთ, მოგმართავთ კითხვით, რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში. 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გვეუბნებიან, რომ უნდა დაასრულოთ ეს სამარცხვინო რიტორიკა და მტრობა ქვეყნის. და თქვენ არაფერს არ აკეთებთ, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამთ, ყოველ დღე. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული, როგორც გქონდათ აქამდე და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის სიმართლე, თუ გინდათ ამის მოსმენა და არა ამ სიყალბის გაგრძელება. ამიტომაც, მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდე გავაგრძელოთ, ჩვენ კარები არ დაგვიხურავს თქვენთვის. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. ასევე, გამაოგნებელი იყო თქვენი რეაქცია ევროკომისარის ვიზიტზე. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით ბრიუსელიდან, ეს არ არის რიგითი ევროპარლამენტარი, და ჩვენ ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს კაცს. ამაზე მეტი მტკიცებულება, რა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას? ოპოზიციას არ უხარიათ არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ჩვეულებრივად ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა",- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)