|
2022-11-17 23:11:07, 963 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა
თქვენ როგორ წარმოგიდგენით ჯერ ომი არ დასრულებულა და ჩვენ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ ომის დასრულების შემდეგ რა გეგმები გვაქვს? სერიოზული იქნება ახლა მე რომ დავდგე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ან დადგეს არ ვიცი პრემიერი, რომელიმე სხვა ლიდერი, ჩვენი პოლიტიკური ძალის და დღეს რომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ომი რომ დასრულდება უკრაინაში, თან უნდა გნვმარტოთ, როგორ დასრულდება ხო? ეს დეტალებში, ამის მერე ჩვენ გვექნება ეს ნაბიჯი,ეს ნაბიჯი და ეს სერიოზული იქნება? ეს ხომ სირცხვილია? რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი? წარმოუდგენელია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა. მისივე თქმით, იომის დასრულების შემდეგ რა იქნება, ეს არის არასერიოზული რადიკალური ოპოზიციის მსჯელობა და ამ მსჯელობაში შესვლა მმართველი ძალის მხრიდან იქნება არასერიოზული. „თქვენ როგორ წარმოგიდგენით ჯერ ომი არ დასრულებულა და ჩვენ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ ომის დასრულების შემდეგ რა გეგმები გვაქვს? სერიოზული იქნება ახლა მე რომ დავდგე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ან დადგეს არ ვიცი პრემიერი, რომელიმე სხვა ლიდერი, ჩვენი პოლიტიკური ძალის და დღეს რომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ომი რომ დასრულდება უკრაინაში, თან უნდა განვმარტოთ, როგორ დასრულდება ხო? ეს დეტალებში, ამის მერე ჩვენ გვექნება ეს ნაბიჯი,ეს ნაბიჯი და ეს სერიოზული იქნება? ეს ხომ სირცხვილია? რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი? წარმოუდგენელია. მშვიდობიანი გზით, უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ გათვლებს აკეთებენ მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ომის რომ დასრულდება ამბობენ, რუსეთმა რომ მოიგოს ომი ჩვენ მოგვიბრუნდება, რუსეთმა რომ წააგოს, თან მარჩიელობენ, მოიგებს თუ წააგებს, ეგეც ვერ გადაუწყვეტიათ და ამბობენ, რომ რუსეთმა რომ მოიგოს ომი ჩვენ მაინც შემოგვიბრუნდება, სერიოზული გათვლები აქვთ სიღრმისეული და რუსეთი თუ წააგებს ომს ამ შემთხვევაში ჩვენ იარაღით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის არასერიოზული რადიკალური ოპოზიციის მსჯელობა და ჩვენ, როგორ შეიძლება ასეთ მსჯელობებში შევიდეთ? ეს ხომ სირცხვილი იქნება? ეს ხომ არასერიოზული იქნება მმართველი ძალის მხრიდან? ეს ხომ უპასუხისმგებლობა იქნება საკუთარი ქვეყნის წინაშე? ამას ხომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ?“ - ნათქვამია განცხადებაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)