10:57 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 11:44:05, 778 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გადაუგზავნა

თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე გადაუგზავნა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ  მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაზუსტდება კონკრეტული ოდენობა, თუ რა თანხით დაეხმარება ცენტრალური ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება, ხოლო იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი 2023 წელს გეგმავს, მერია თბილისის მოსახლეობას დეტალურად გააცნობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics