10:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 11:36:21, 1083 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ოლივერ ვარჰეი ეწვია - ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღო

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

გარდა ამისა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრებთან და პრეზიდენტთან. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

"დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივლისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი - პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებული განხილვა. მეორე კი, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენ პროექტებზე. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკური განვითარებაა, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს.",- განცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics