|
2022-11-14 14:07:31, 1010 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“, ეროვნულ სამხედრო მრწეველობაზე საუბრისას, ყურადღება ჯავშანტექნიკისა და ჯავშანჟილეტების წარმოებაზე გაამახვილა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანით აღიჭურვება. „2008 წელს შეიქმნა „დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში 2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან ჰქონდა ჩვენს საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოვოთ სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განაცხადა, რომ ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება. თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული. „რაც შეეხება შეჯავშნულ მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და უფრო გავაუმჯობესეთ“, - განაცხდა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)