|
2022-11-12 14:45:28, 1665 ნახვა
პოლიტიკა
გია ბარამიძე - შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესს ჩამოყალიბებს
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა ჩამოყალიბდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც. „ნაციონალურ მოძრაობაში დაისვა საკითხი პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. გუშინ ეს პროცესი ფორმალურად დაიწყო იმით, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მომაზადოს ის წესი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს არჩეული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ბუნებრივია, ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არაუბრალო სამუშაო, იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკიხს და კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის, ის კრიტერიუმი, რომ არჩვენები და იყოს ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და ყველასათვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაცა სხვამ, მითუმეტეს ამ „ქოცური“ რეჟიმის წარმომადგენლებმა ან ვიღაცა სხვამ არდაინტერესებული პარტიის წარმომადგენლებმა, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამწერებმა. გარდა ამისა, არსებობს ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ასევე, ჩვენმა ემიგრაციამაც. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის არ შეეპაროს ეჭვი პროცესის სამართლიანობაში, გამჭირვალეობასა და რაც მთავარია უნდა იყოს ყველასათვის გასაგები. შედეგი რაც დადგება, ბუნებრივია უნდა იყოს ობიექტური, რისთვისაც ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის ერთად მუშაობის შედეგად 22-მდე ჩამოყალიბდეს წესი, რომელზეც დიდი ალბათობით შემდეგ პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და დააამტკიცებს. შემდეგ კი დაიწყება კამპანია, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაასახელებენ საკუთარ კანდიდატურებს“,- განაცხადა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. ამასთან, არ არის გამორიცხული, მათს რიგებს ლევან ხაბეიშვილიც შეემატოს.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)