10:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 13:47:04, 1449 ნახვა

პოლიტიკა
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე  სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება.
 
გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება  შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
 
გადაადგილება  შესაძლებელი იქნება: ევროპის მოედნიდან, ღვინის აღმართისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით. ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის გავლით, ღვინის აღმართის, ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
 
ამასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დროებით შეიცვლება.
 
ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371, N305, N325, N309, N333, N337, N393 და მიკროავტობუსი N580 ნაცვლად მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისა, გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩით და დაუკავშირდებიან თავისუფლების მოედანს, რის შემდეგაც  მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics