|
2022-11-12 12:11:28, 1333 ნახვა
პოლიტიკა
UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდა
UNESCO-მ „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციის და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე კოლხეთის ეროვნულ პარკში, პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ, პროექტის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. როგორც მოხალისეები აღნიშნავენ, UNESCO-ს პროექტი ეხმარებათ, კიდევ უფრო მეტი შეიტყონ დაცული ტერიტორიების შესახებ; ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში კი, ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)