19:37 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 12:37:54, 982 ნახვა

საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ, სეულში, „დაბალი შობადობის და მოსახლეობის დაბერების“ შესახებ გლობალურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, კორეაში, „დაბალი შობადობის და მოსახლეობის დაბერების“ შესახებ მე-6 გლობალურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვაა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის დაბერების თემაზე პანელურ დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი თამილა ბარკალაია იყო. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

„მოსახლეობის დაბერების საკითხს ახლავს ისეთი გამოწვევები, როგორიც არის მაგალითად, ზრუნვის სერვისებისადმი მისაწვდომობის უზრუნველყოფა. თუმცა, ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობა, შესაძლოა, გახდეს შესაძლებლობაც, თუ ხელს შევუწყობთ აქტიურ და ჯანმრთელ დაბერებას, ხანდაზმულთა მონაწილეობას ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. დაბერების სწორი პოლიტიკის განსახორციელებლად, მთავრობა ეროვნულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

სიმპოზიუმი, სეულში, გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კორეის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა. 3-დღიან ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, მინისტრები, პოლიტიკის შემქმნელები, გაეროს, აკადემიური წრეებისა და და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

დელეგატებმა დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე, რეპროდუქციული უფლებებისა და არჩევანის შესახებ იმსჯელეს. 

გაიმართა თემატური პრეზენტაციები, სესიები და მოეწყო პანელური დისკუსიები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics