08:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 17:03:44, 1046 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ხერსონის დაცემა არის უდიდესი მარცხი რუსეთისთვის და უდიდესი გამარჯვება თავისუფალი სამყაროსთვის

ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, "ამ გამარჯვებაში უძვირფასესი ფასი - მებრძოლების სიცოცხლეა გადახდილი".

"ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი - ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics