19:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 12:31:19, 1040 ნახვა

საზოგადოება
სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა მარტვილში ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე  სენაკში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი,,-ს   ბენეფიციარებს  ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო  ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების  დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს. პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა; ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებთან დაკავშირებით.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის  ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics