|
2022-11-10 12:18:39, 1494 ნახვა
საზოგადოება
„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს ახალი მუსიკალური პროექტი
„ვოლვო ქარ საქართველო“ და რადიო GIPA მსმენელებს ახალ მუსიკალურ სივრცეში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების Live პერფორმანსები გაიმართება. კოლაბორაციის მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა, მსმენელისთვის მუსიკალურად მრავალფეროვანი სივრცის შექმნა და მათთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება. პროექტის პირველი კონცერტი ეთერში უკვე გავიდა და მსმენელმა მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას შემოქმედება მოისმინა. პროექტის შექმნის იდეა რადიო GIPA-ს ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს და მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მიშო ურუშაძეს გაუჩნდათ. თინა კლდიაშვილი, რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი: „როგორც იცით, რადიო GIPA ოფიციალურად თანამშრომლობს ამერიკულ რადიოსთან NPR-თან. მათ აქვთ ასეთი პროექტი - Tiny Desk Concerts. მე და მიშო ვსაუბრობდით ამ გამოცდილების გაზიარებაზე და გადავწყვიტეთ, საქართველოს რადიოსივრცეში აქამდე არარსებული ფორმატი, ე.წ. „ლაივ“ პერფორმანსი გაგვეკეთებინა. ეს იდეა „ვოლვო ქარსის“ წარმომადგენლებს გავუზიარეთ და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ამ ფორმატის პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში არ გაკეთებულა და მნიშვნელოვანია იმ კონტენტის გამო, რომელსაც ამ კონკრეტული პროექტის მეშვეობით მსმენელი მოისმენს. ის მუსიკა, რომელსაც რადიო GIPA და Volvo მსმენელს სთავაზობს, ქართველი არტისტების, ამ შემთხვევაში, მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას მიერ არის შექმნილი. ასეთი ხარისხიანი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება ჩვენთვის ის უპირატესობაა, რომლითაც ვამაყობთ. აქვე დიდი მადლობა მიშოსა და ამიკოს იმ მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიან“. ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერაა „ვოლვო ქარ საქართველოს“ პროექტში ჩართვის მიზეზი. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ რადიო GIPA-სთან თანამშრომლობა პრიორიტეტებისა და მიზნების თანხვედრის გამო გადაწყვიტეს. რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მსმენელებისთვისაც სასიამოვნო იქნება, იმ დროში, რომელსაც სახლიდან სამსახურამდე მანქანაში ატარებენ, შესანიშნავ მუსიკას მოუსმინონ. გვსურს, „ვოლვოს“ მომხმარებლები გავახალისოთ. გვინდა, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე, მათ განწყობაზე და ამას ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერით ვაკეთებთ“. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების „ლაივ“ კონცერტები თვეში ერთხელ გაიმართება. რადიოეთერის (FM 94.3) გარდა, მუსიკალური შოუს მოსმენა ორივე კომპანიის Facebook გვერდებზე დაანონსდება, აქვე განთავსდება კონცერტების „სტრიმიც“.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)