08:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 23:47:55, 1233 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - საქართველოს შეუძლია იყოს ლიდერი ევროკავშირთან რეგიონის ქვეყნების დაკავშირების პროცესში

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, რეგიონის ქვეყნების  ევროკავშირთან დაკავშირების პროცესში საქართველოს, როგორც სატრანზიტო დამაკავშირებლის როლი იზრდება და  ჩვენს ქვეყანას შეუძლია იყოს ამ პროცესის ლიდერი, რადგან საქართველოს გააჩნია ნდობა რეგიონის ქვეყნებს შორის და უპირობო უპირატესობები, რომლებიც ისტორიულად ჩამოყალიბდა.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ეს  ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც იცოდნენ, ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან  და ვფიქრობ, რომ ევროპის მხრიდან ამ მიმართულებებით მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტი გვექნება. ასევე აღინიშნა და დადებითად შეფასდა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია რეფორმების კუთხით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, აზერბაიჯანი და ზოგადად, რეგიონის ქვეყნები მჭიდროდ დაუკავშირდნენ ევროკავშირს საქართველოს მეშვეობით.
 
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც  მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისრებთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში.
 
შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics