|
2022-11-09 22:59:22, 948 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს
მიკერძოებასაც არ ვიტყოდი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს და მერე ახერხებენ ევროპარლამენტის ან საგარეო კომიტეტის დონეზე საკუთარი ჩანაწერების გატანას. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ეთერში ცალკეული ევროპარლამენტარებზე საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მათ იცოდნენ სააკაშვილის გეგმების შესახებ და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ერთმანეთს ამაგრებენ. ,,კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და რა თქმა უნდა, ესენი ერთმანეთს ამაგრებენ. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა სინამდვილეში. ძალიან კარგად იცის ყველამ, ჩვენ გვისაუბრია ყველა მათგანთან, სხვადასხვა დროს , სხვადასხვა ფორმატში. სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს შეხვდნენ ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა და გაუპრავეს საქართველოში ჩამოსვლა ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ახლა სააკაშვილს ესარჩლებიან, ის არის, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რადგან გარეული იყვნენ ამ კაცის საქართველოში ჩამოსვლაში. ახლა პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა გამოესარჩლონ. მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, ანუ ძალიან კარგად იციან სინამდვილეში ამ ადამიანებმა კუბილიუსი, რომ აპრავებდა სააკაშვილს 2012 წლამდე, ძალიან კარგად იცოდა რა სისხლიანი რეჟიმიც ქონდა ჩამოყალიბებული და იმის მფარველი იყო. იცოდა და მფარველობდა. 2012 წლის შემდეგაც ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, სააკაშვილი, გვარამია, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, არის იქ გლობალური ომის პარტია, აქ ლოკალური ომის პარტია და აქ ხდება ინტერესების თანხვედრა,’’ - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)