08:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 17:09:46, 1060 ნახვა

პოლიტიკა
რომის პაპი უკრაინასთან ომში რუსეთის მიერ ე.წ. დაქირავებული მებრძოლების ჩართვას გმობს

ოთხშაბათს, ვატიკანში მორწმუნეებისადმი ყოველკვირეული გამოსვლისას, რომის პაპმა ფრანცისკემ პირველად ისაუბრა დაქირავებულ მებრძოლებზე, რომელთა სისასტიკით, როგორც მან განაცხადა, იტანჯება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური გამუდმებით მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაასრულონ სისხლისღვრა და სთხოვს თავის სამწყსოს ილოცონ უკრაინაში მშვიდობისთვის, მაგრამ მისი მოწოდებები, როგორც წესი, უფრო ზოგადია.

რომის პაპმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დაქირავებულებს გულისხმობდა, მაგრამ დასავლური პრესა თვლის, რომ, სავარაუდოდ, საუბარია ვაგნერის დაჯგუფებაზე, კერძო სამხედრო კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე ასრულებს საეჭვო მისიებს აზიასა და აფრიკაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics