|
2022-11-09 12:48:48, 1143 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - დასავლეთი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბამ სოხუმში, "მრგვალი მაგიდის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება. „რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს. აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერებ", - განაცხადა შამბამ. ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან "მოხალისეები" უკრაინაში "ნაციონალისტებს" ებრძვიან.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)