|
2022-11-09 12:33:08, 1014 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის სავალი ნაწილი უახლოეს დღეებში გაიხსნება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. „როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით, გამწვანებით, მიმდებარე არეალებით. ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან დედოფლის გამზირზე. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, რათა ტრანსპორტმა შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა. „ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)