|
2022-11-08 21:51:07, 1078 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არც კი ვიცი რამდენი ხანი შეიძლება კიდევ გაძლოს
მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არც კი ვიცი რამდენი ხანი შეიძლება კიდევ გაძლოს. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის აღმოჩნდა. "ძირითადად იმ ჰუმანიტარულ ფარგლებში ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც აღინიშნებოდა, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელმაც შექმნა სახელმწიფო,შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები მისი ფასი, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვესაუბრეთ ძალიან კარგად იციან და მითუმეტეს მიაჩნიათ, რომ ის ადამიანი არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, მე არც კი ვიცი რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გაძლოს... დღეს ყველგან ისმოდა ის განგაშის განწყობილება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ შევხვდით, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადამიანს აქვს დათვლილი დღეები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგხსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)