|
2022-11-07 17:13:22, 958 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს - ოლიგარქი
ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს - ოლიგარქი, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ მკაცრ რეზოლუციას ამზადებს, სადაც ივანიშვილთან დაკავშირებითაც იქნება ჩანაწერი. მისი თქმით, ადამიანების ჯგუფი უტიფარ ფორმულირებას სთავაზობს ევროპარლამენტს და ეს ევროპის დისკრედიტაციას ახდენს საზოგადოების თვალში. ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენონ, რომ „კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლსკი ამბობს, რომ საზოგადოებაში ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. „ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება ერთი მხრივ ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც მეცენატია ყველა თავის ნიშნით, უწოდო ოლიგარქი. ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში (იმ პოზიციას), რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ევროინტეგრაციის პროცესს. ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მიმართულებას (ევროინტეგრაციას), დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას. ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება შეფასება მივცეთ ამ რაკურსით. ეს შეხსენებები ხშირად უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო კურსი საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. კიდევ არის გარკვეული შესწორებები შეთავაზებული, რომელსაც ვერ უწოდებ უსაფუძვლოს, ეს არის უტიფარი ფორმულირებები, რომელიც უნდათ, რომ ამ რეზოლუციაში მოხვდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)