13:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 10:45:12, 1879 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში კარგ სიახლეებს ველით

უახლოეს კვირებში, უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით, კარგ სიახლეებს ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის სხდომა, სადაც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს.

"დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია ფრონტის ხაზზე - ყველა მიმართულებით, ენერგეტიკულ ფრონტზე, სიტუაცია საზღვრებზე. ჩვენ ვიცით რისთვის ემზადება მტერი. ჩვენ ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას.

ასევე საფუძვლიანად იქნა გაანალიზებული ყველაფერი, რაც ეხება თავდაცვის ძალების მიწოდების მხარდაჭერას. ეს არის აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, კომუნიკაცია, ზამთრის ფორმები", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, უკრაინას "უპილოტო ტერორის" წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შედეგები აქვს და ახლა ქვეყანა ცის სრულად დაცვაზე მუშაობს.

"ცალკე განიხილებოდა სარაკეტო და უპილოტო ტერორის წინააღმდეგ კონტრზომები - ამაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია. ჩამოგდების მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის ცის სრული დაცვა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. უახლოეს კვირებში ჩვენ ველით კარგ სიახლეებს უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics