|
2022-11-04 21:11:12, 1284 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - გვარამიას შეწყალება შეუფერებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის
გვარამიას შეწყალება შეუფერებელი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის. - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, არ შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი სატელევიზიო ეთერში თავისი თავდასხმებით პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებდა. "შეწყალება არის მისი უფლებამოსილება, მაგრამ უფლებამოსილების განმსაზღვრელი შეიძლება, ბევრი ფაქტორი იყოს. მათ შორის, ის ფაქტორიც, გემახსოვრებათ: ნიკა გვარამიას პერსონალური თავდასხმა ამ პრეზიდენტზე. ეს თავდასხმა მაშინვე შეფასდა, როგორც თავდასხმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)