|
2022-11-04 10:07:31, 903 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვის ღონისძიებას დაესწრო
შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების უფროსი სამხრეთ კავკასიაში ლიდია ქრისტმანი ესწრებოდნენ. „ტყის ეროვნული აღრიცხვის ძირითადი მიზანია, ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე, დროის მცირე მონაკვეთში, ზუსტი ინფორმაციის მიღება. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% ტყით არის დაფარული და ამ მაჩვენებლებით შევდივართ ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ყველა ჩართული მხარის მიმართ, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, გერმანიის მთავრობასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. „საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა კიდევ უფრო უკეთესად დაიცავს საქართველოს ტყეებს. ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო დეპარტამენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და საქართველოსთან ერთად მრავალი წელია მუშაობს ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის მენეჯმენტზე, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და, ამავდროულად, სექტორში დასაქმების შესაძლებლობების შესაქმნელად. პროგრამის ამოქმედების შედეგად, მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილებები ტყის მართვისა და ზოგადად, მიწის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ანგარიშის განხილვას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)