|
2022-11-01 22:33:13, 1298 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ განვიხილავთ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ
ჩვენ განვიხილავთ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ. - ამის შესახსბ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ PalitraNews-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით,პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა. „ჩემი მოსაზრებაა, რომ ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, პარლამენტი დავტოვოთ. ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა ამ პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა, შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ჩვეულებრივად რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ღიად ვამბობ. ეს არის ჩვენი ხაზი და ამ ხაზს მივყვებით. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, როდის უნდა მოხდეს ეს და მესამე, ამისთვის აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ, რა ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს არ იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოებაც შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. დაელოდეთ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში“. - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)