|
2022-11-01 14:36:09, 1485 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციის პრაიმერისზე - ეს არის ახალი სატყუარა, რომლის უკან ღრმა პოლიტიკური კრიზისი დგას
პრაიმერისზე საუბარი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციის შიგნით დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, განსაკუთრებით, რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ამით ცდილობს, რომ გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს. „კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და არჩევის მიუხედავად, პარლამენტში არ შემოვიდნენ, ან მაშინაც მოტყუებულ საზოგადოებას ელაპარაკებიან დღეს. 2024 წელს ჩვენს საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს და პარლამენტი დააკომპლექტოს დემოკრატიულად. ამომრჩეველს თუ სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება, ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“,- განახცადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი მიიღებს და ისინი გადაწყვეტენ ვინ უნდა გახდეს ქვეყნის პრემიერი. პრაიმერისი გულისხმობს წინასწარ არჩევნებს, სადაც მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეარჩიონ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შემდგომ პრემიერობის კანდიდატად დასახელდება. წინასწარი არჩევნების გზით მოქალაქეებმა ასევე უნდა შეარჩიონ „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და ოპოზიციის პროპორციული სია, რაც ნიშნავს, რომ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ თუ რომელი ოპოზიციონერი წარადგენს მათ პარლამენტში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)