|
2022-10-27 15:55:34, 911 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა სიმართლეს არ შეესაბამება. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს, საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავდებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაა, ამ მიზნით უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც 2025 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას დაავალდებულებს",- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)