|
2022-10-27 14:48:37, 862 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ქართველი ორჯონიკიძეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ თავისი გზით არ იაროს
საქართველო მიდის თავისი გზით, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია პოპულიზმით, დაძაბულობის შემოტანითა და უარყოფითი აურის შექმნით არის დაკვებული. "მათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი, მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი აურის შექმნა ყველგან და ყველაფერში. თუ ისევ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ სადღავ ჩუმად უნდა შეაცურონ რეზოლუციაში რამე ჩანაწერი, ამის ოსტატები ესენი არიან და რამდენიმე დაოსტატებული ამაში ევროკავშირშიც ჰყავთ, ასე ვთქვათ, თანამზრახველი გამოძებნილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო მიდის თავისი გზით, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიებმა - "დროამ", "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების მიხედვით, ოპოზიცია გამოთქვამს სურვილს, რომ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" აუხსნას, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები. უფრო ადრე, 25 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ორმა წარმომდგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში იმყოფებოდნენ, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის მისია საქართველოში არ ჩამოვა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეფასება, რომლის წერაც მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)