|
2022-10-25 21:25:04, 1056 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე - სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მის გადადგომას ვითხოვდი, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი
სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მის გადადგომას ვითხოვდი, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი. - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი როლი სახალხო დამცველის. „ალბათ წარსული საქმიანობით დამიმტკიცებია, რომ ასე არ უნდა იყოს. მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელიც, როცა ის ხელისუფლებაში იყო, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვგულისხმობ, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, რა თქმა უნდა, მისი უფლებები დავიცავი. საკმაოდ კრიტიკული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე წინა სახალხო დამცველის, წინა სახალხო დამცველის აპარატის და ზოგადად, ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფარული მიყურადების მომწესრიგებელ კანონმდებლობას ვიცავდით, მაგრამ როცა მისი შესაძლო უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, ჩვენ რეაგირება განვახორციელეთ. ჩემთვის არ არსებობს ასეთი ადამიანი, სახალხო დამცველის აპარატისთვის ასეთი ადამიანი არ არსებობს, არც სახალხო დამცველისთვის არ არსებობს და ბუნებრივია, ეს ამოსავალი წერტილია“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დსმცველის კანდიდატებს უსმენენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)