06:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 10:38:01, 1191 ნახვა

სამართალი
გურჯაანში, დამრიგებლის მხრიდან შვიდი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამართალდამცავებმა გურჯაანის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მეორე კლასელის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფიზიკურად ჯერ თანაკლასელი გაუსწორდა, შემდეგ კი, კლასის დამრიგებელმა იძალადა. დედა-შვილი უწყებაში უკვე გამომკითხეს. 

"დამიბარეს, რომ გამოკვლევა დაიწყოს, რა მოხდა. თავისი თავი დამრიგებელმა თვითონვე გამოაშკარავდა, ვინ არის. ჰქონდა ამის უფლება? ამ კუთხითაც უნდა დაიწყოს გამოძიება", - ამბობს მოსწავლის დედა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც შესაძლო ძალადობის ფაქტს გულისხმობს. საქმეში ჩართულია სკოლის დისციპლინური კომიტეტიც. 

"მანდატურის სამსახურის და სკოლის დირექციამ აბსოლუტურად სწორად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რა უნდა ეკეთებინათ გააკეთა. მიმაჩნია, რომ მიდის მოკვლევა და ამან ხელია არაფერმა უნდა შეუშალოს და დაველოდოთ რა მოხდება. ეს შეიძლება იყოს - სიტყვიერი გაფრთხილება,შენიშვნის მიცემას, საყვედურს, სასტიკ საყვედურს", - განაცხადა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics