|
2022-10-17 12:42:43, 1248 ნახვა
პოლიტიკა
„ამ რთულ დროს, უნდა ვიყოთ ერთიანი” - მოლდოვაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. "ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტი მოლდოვაში. საქართველო და მოლდოვა ახლო პარტნიორები გახდნენ ევროინტეგრაციის გზაზე. ამ რთულ დროს, უნდა ვიყოთ ერთიანი. მოუთმენლად ველი პრეზიდენტთან და მოლდოვის ლიდერებთან შეხვედრას",- წერს სალომე ზურაბიშვილი. მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. “აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად კარგ, მჭიდრო და პარტნიორილ ურთიერთობებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეს პირველად, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ისტორიაში, დაიწყო პირდაპირი ავიამიმოსვლა კიშიონიოვსა და თბილისს შორის და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ქალბატონი სალომე პირველი რეისით ჩამობრძანდა”, - განაცხადა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა. ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)