|
2022-10-16 11:25:20, 1326 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილმა და კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრები გამართეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან, ჯიჰად აზურთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან. შეხვედრებს დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი. პოლ ჰილბერსთან ხაზი გაესვა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლებსა და საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ სსფ-ის მიერ, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე, საქართველოს მიერ, გასულ და მიმდინარე წელს მიღწეული პროგრესი, საფუძველს იძლევა ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა. ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებს საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)