11:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 15:41:29, 1735 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერნიკს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. 

მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების, ასევე, სამომავლო პროგნოზების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერნიკმა პოზიტიურად შეაფასა ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ EBRD მზადაა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics