23:30 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 17:57:24, 1069 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს. - ასე ეხმაურება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

მისივე თქმით, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი და მწუხღებას ოჯახის მიმართ გამოთქვამს.

"ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს... ვიზიარებ მშობლების უსაზღვრო მწუხარებას და აუნაზღაურებელ დანაკლისს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics