22:41 - 04 Aug, 2026
|
2022-10-13 12:43:30, 917 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანიამ აფხაზ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს. "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბჟანიამ შეხვედრა ბიზნესმენებთან გამართა. „დღეს თქვენ გამოთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოთ სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. თქვენი ქმედება ღრმა პატრიოტიზმის მტკიცებულებაა“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერ სერგეი პუსტოვალოვის ანგარიში მოისმინეს. პუსტოვალოვის ანგარიში ჯარის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხს შეეხებოდა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)