22:41 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:57:51, 783 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი „ოცნებიდან“ წასულებზე - ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელი და მცდარია

ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, ძალიან შემაშფოთებელია, - ასე აფასებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ პროპაგანდისტულ განცხადებებს.

როგორც კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ხალხის ძალის“ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს და გარდა ამისა, ძალიან ხშირად არაზუსტი და მცდარია.

„ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს. ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, აბსოლუტური ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია. მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით“,- განაცხადა დიეგო კოლასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics