06:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 10:41:00, 616 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. 

წყალტუბოსა და ხონის  მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანებით, პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია, ჯამში, დაახლოებით 105 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის  სხვადასხვა სახეობის ფიცარი. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics