|
2022-10-12 12:17:17, 741 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყეების ინვენტარიზაციას ახორციელებს
მიმდინარე წლის სექტემბერში, თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის მომზადდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, განხორციელდა ცალკეულ თანამშრომელთა სწავლება-გადამზადება, რათა მომავალში სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალებითა და შიდა ადამიანური რესურსებით განახორციელოს ტყის ინვენტარიზაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას. ტყის ინვენტარიზაცია წარმოადგენს საფუძველს ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიების დასაგეგმად, ასევე, გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ტყეში არსებული რესურსის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა EU/UNDP პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი 14 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაცულ ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)