|
2022-10-10 15:17:33, 1578 ნახვა
რეგიონი
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა - ბათუმის სამედიცინო ცენტრში უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMC, აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, სამინისტოს ,,ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის“ შესახებ მოხსენებით წარსდგა. ,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა 2017 წელს დანერგა და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა მხოლოდ აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს გაიზარდა პროგრამის დაფინანსება, ბიუჯეტი 730 750 ლარს შეადგენს და სერვისით 50 ბენეფიციარი სარგებლობს“ - აღნიშნა სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმულები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს. პროგრამით გათვალისწინებულია 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სადღეღამისო მომსახურება სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა, ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა და სხვა სამედიცინო სერვისები საჭიროების შემთხვევაში. პროგრამის განმახორციელებელი ბათუმის სამედიცინო ცენტრია. სამინისტრო ასევე ახორციელებს „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში 24 საათიანი სერვისი მიეწოდება 72 ბენეფიციარს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტის წევრებმა მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება ცნობად მიიღეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მსოფლიო დღის მიმდინარე წლის თემაა - „ვაქციოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად“. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)