|
2022-10-07 18:07:23, 1554 ნახვა
საზოგადოება
2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთ წოდებული, ლიდერ პროგრამა მომზადდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდება მეწარმეობის განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებებით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება, სრულად აპრობირებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან, რაც გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იმ მიმართულებების განსაზღვრას, სადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)