21:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 15:22:40, 1094 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროგრამები.

უწყების ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამასთან თანამშრომლობის კუთხით. 

ფინანსთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა ამერიკელი პარტნიორების მიმართ,  რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით.

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემაც ხაზი გაუსვა ამ ფორმატში თანამშრომლობას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.

ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გააცნო სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის მიმდინარეობა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის საელჩოს EXBS პროგრამის რეგიონული მრჩეველი, კარენ ჩეისონი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპეციალური ასისტენტი, ნიკოლას ჰასკო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics