20:24 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 19:05:07, 1194 ნახვა

პოლიტიკა
დოროყაშვილი - ბასილაშვილის ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, სარჩელს მოვამზადებ

ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას, სარჩელს მოვამზადებ. - ამის შესახებ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიცრუე და ცილისწამებაა ის განცხადებები, რომელიც ბასილაშვილის დედამ სასამართლოს სხდომაზე გაავრცელა.

"მე არ მქონია სხვა მოლოდინი, დაცვის მხარის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, ბრალს არ აღიარებს. ბუნებრივია სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას - რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას,  მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე". - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მის სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics