|
2022-10-05 14:18:15, 1851 ნახვა
პოლიტიკა
TI - ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 კომპანიის მეწილეები არიან და ფლობენ არაერთ ქონებას
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაციის ცნობით, ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 775 565 ლარი მიიღეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძე ოჯახთან ერთად მსხვილი შემწირველია, მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს. „ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. მათ შორის: ეკატერინე ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი ნელი ნავერიანი, მესტიის მერის მოადგილე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლე მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი სოფიო ჩხვიმიანი, მესტიის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის, მურთაზ ჯაფარიძის მეუღლე ზაზა ფალიანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის შვილი, მაიზერ ჯაფარიძის დისშვილი თენგიზ ჩართოლანი, მესტიის მუნიციპალიტეტის შპს “მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების” დირექტორი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ჩართოლანის ძმა ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში"- აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ჯაფარიძის საქმიანობა აჩენს კითხვებს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს; საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით“,- წერს ორგანიზაცია. ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გუშინ, 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა მოძრაობა “ხალხის ძალას“. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის" 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)