20:24 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 13:45:51, 1039 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია, გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება ანტიამერიკულ კამპანიას

ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი, გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას,- ამის შესახებ პარლამენტში მისულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წელია ეხმარება საქართველოს განვითარებაში.

"არ მსურს გავაკეთო კომენტარი საქართველოს შიდა პოლიტიკურ თემებზე, ამას ხალხი ისედაც ხედავს. თუმცა, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას, მეორეს მხრივ, პრემიერი და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს, რომ გაძლიერდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წელია ეხმარება ქვეყანას განვითარებაში",- განაცხადა დეგნანმა. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან და ამერიკელ პარტნიორებს ღიად ესხმიან თავს, ამიერიდან საზოგადოებას გზავნილებს ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან. 

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი უერთდება, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორ ჯაფარიძეა. მისივე თქმით,  ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52%, რაც მათ დაეხამრებათ, რომ "სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics